ანონსი  10 ნოემბერი

10 ნოემბერს, 11.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის წევრები სოფიო ქაცარავა და ზვიად კვაჭანტირაძე ბრიფინგს გამართავენ.

თემა: წინასაარჩევნო გარემო.

10 ნოემბერს, 11:00 საათზე ,“პრაიმტაიმის” პრესკლუბში საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი ვლადიმერ კუჭავა და „Georgian doctors“-ის დირექტორი სალომე ლოლუა გამართავენ პრესკონფერენციას.

თემა: როგორ ხდება ქართველი ექიმების მიზანმიმართული თუ არამიზანმიმართული დევნა, რაც ქვეყანას ზიანს აყენებს.

10 ნოემბერს, 11:30 საათზე, „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები აჭარაში.

მის.: ჭავჭავაძის #29

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25

10 ნოემბერს, 12:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: საპრეზიდენტო არჩევნები.

10 ნოემბერს, 12:00 საათზე, "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს

თემა: არჩევნები. დარღვევები.

მის.: ჭავჭავაძის #29

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25

10 ნოემბერს, 13:00 საათზე, ამერიკული ორგანიზაცია კატონის ინსტიტუტის ექსპერტი, პოლიტოლოგი ანდრეი ილარიონოვი, "გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდება.

მის.: ჭავჭავაძის #29

საკონტაქტო პირი თამარა ჯინჭარაძე - 551 66 25 25

10 ნოემბერს, 13:00 საათზე, "გირჩი" სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან მცოცავ ოკუპაციას გააპროტესტებს.

საკონტაქტო პირი ანა გვარიშვილი - 593543414

10 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ოფთალმოლოგებისა და რეზიდენტებისთვის კონფერენცია ჩატარდება.

თემა: „კერატოკონუსი - დიაგნოსტიკა, მკურნალობა და კორექცია“.

მის.: ვაჟა-ფშაველას N33, თსსუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი, ,,საბჭოს დარბაზი“. საკონტაქტო პირი ნინო ქურდაძე - 558 548 548

10 ნოემბერს, 15:00 საათზე, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, სოფო კილაძის ინიციატივით გაიმართება გამწვანების აქცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, სახელოვნებო სკოლა „ჰორიზონტის“ მოსწავლეები, ადგილობრივი მცხოვრებლები და სხვა მოხალისეები.

მის.: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, გიორგი სააკაძისა და შალვა ცინცაძის ქუჩების კვეთასთან მიმდებარე სკვერი

10 ნოემბერს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, შშმ პირთა ცეკვის, სიმღერისა და ხელოვნების პირველი საერთაშორისო ფესტივალი „ივერია ბრილიანტი“ გაიმართება.

მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. #33, III სასწავლო კორპუსი, მე-3 სართული

საკონტაქტო პირი ლიზა ერქომაიშვილი - 595 74 64 40

10 ნოემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია - „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას!“ გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს