პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, გასვლით თამაშზე მატჩისწინა ჰიმნი საქართველოდან შესრულდება

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე 10 ნოემბერს რაგბის გულშემატკივრები შეიკრიბებიან. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, გასვლით თამაშზე მატჩისწინა ჰიმნი საქართველოდან შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ეროვნული ჰიმნი პირდაპირ რესპუბლიკის მოედნიდან აჟღერდება ფლორენციაში, Stadio Artemio Franchi-ზე, რაც პრინციპული მატჩის წინ ეროვნულ ნაკრებს წარმატებისათვის აუცილებელ მუხტს მისცემს.

„რესპუბლიკის მოედანზე ეროვნულ ჰიმნს ანსამბლებთან „შვიდკაცა“ და „ჰერიო“ გულშემატკივრები შეასრულებენ. 10 ნოემბერს შედგება ქართული რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იტალიასა და საქართველოს შორის. რაგბის გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ერთად უყურონ მატჩს.

ასევე, 10 ნოემბერს, 16:30 საათზე, თურქმენეთში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდიან ოლიმპიური, მრავალგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და ოლიმპიური პრიზიორი ირაკლი თურმანიძე“, - ნათქვამია პრესრელიზში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა