ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის წევრად საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს

სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) 7 ვაკანტური წევრის არჩევნები გაიმართა. არჩევნებზე ექსპერტთა ჯგუფის წევრად საქართველოს კანდიდატი ია დადუნაშვილი აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ექსპერტთა ჯგუფში არსებულ 7 ვაკანტურ ადგილზე 16 ქვეყნის კანდიდატი იყო წარდგენილი. კენჭისყრის შედეგად აირჩიეს კანდიდატები 7 ქვეყნიდან - იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, ბულგარეთი, საქართველო, მოლდოვა და ირლანდია. ეს არის GRETA-ში საქართველოს კანდიდატის არჩევის პირველი შემთხვევა.

ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი (GRETA) მონიტორინგს უწევს მხარე სახელმწიფოთა მიერ „ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ კონვენციის“ მოთხოვნათა შესრულებას და რეგულარულად აქვეყნებს შეფასების ანგარიშებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა