სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის უფასო ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პრეპარატის თვალში ჩაწვეთების თანამედროვე მეთოდით ვაქცინაცია საქართველოში პირველად ხორციელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები აცრებს კახეთის რეგიონში ატარებენ. დაავადების გავრცელებისა და რისკის ზონების გათვალისწინებით, ვაქცინაცია ეტაპობრივად აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოიცავს.

ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები „ბრუცელოზის პრევენციისა და კონტროლის“ გრძელვადიანი სტრატეგიის შესაბამისად ტარდება, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ და საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტების მონაწილეობით 2015 წელს შემუშავდა.

სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მსხვილფეხა პირუტყვის სერომონიტორინგი (სისხლის ნიმუშების კვლევა) და ვაქცინაცია უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს და სადიაგნოსტიკო კვლევები 545 ათას, ხოლო ვაქცინაცია 400 ათასამდე მსხვილფეხა პირუტყვს ჩაუტარდა.

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზით ავადდება ადამიანიც. ინფიცირების წყარო დაავადებული ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტებია.

„ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები ხელს შეუწყობს დაავადების და მისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შემცირებას, უზრუნველყოფს ბაზარზე უვნებელი ცხოველური წარმოშობის სურსათის განთავსებას და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას“, – აცხადებენ სააგენტოში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა