კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგია, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საუბრობს.

„მგონი სიახლე არაფერია, ყველამ ხომ ვიცოდით რა იყო, როგორ მოხდა და რა მოხდა. პირდაპირ ამბობს ადამიანი იმას, რაც გააკეთა. ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ მათი პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს, ჩვენ ტერიტორიების 20% გვაქვს დაკარგული, რუსებს ჩააბარეს ტერიტორიები. სამწუხაროდ და საუბედუროდ, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ბიჭები. ესაა „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილის რეალური სახე“, - განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, კახა კალაძემ განაცხადა, რომ არის გარკვეული თემები, რომლის სიღრმეშიც არ უნდა შეხვიდე.

„მე ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი. ამიტომ არის რაღაც თემები, სიღრმეში არ უნდა შევიდეთ. რუსეთი არის აგრესორი. დღეს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია“, - განაცხადა კალაძემ.

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა არქივის ვიდეო, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ არასდროს დაუმალავს, რომ ცხინვალში სამხედრო მოქმედებების წარმოების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო მინაწერით: "აი ვიდეოც, რომელიც ივანიშვილის პროპაგანდამ მოჭრა და თავისი ღალატის გადასაფარად გაავრცელა". ვიდეოჩანაწერი ასახავს მიხეილ სააკაშვილის მიერ აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიისთვის მიცემულ ჩვენებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა