პაატა დავითაია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო დაჭრილია

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, აგვისტოს ომის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პაატა დავითაია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო არის დაჭრილი.

ასე გამოეხმაურა დავითაია სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ვიდეო მასალას.

„ეს ვიდეო არის საჯარო, საუბარი არის ცხინვალის ტერიტორიაზე მოქმედებაზე, ცხინვალში შესვლაზე, რაც დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ჩვენ შევედით და შევედით იმის გამო, რომ შემოდიოდა რუსული ჯარი. საჭირო იყო კორიდორის გაკეთება, რომ გამოსულიყო ხალხი. ეს არ არის ფინჯან ყავასთან ჭორაობა. მან ეს კომისიაზე თქვა, გადატანილია კომისიის წერილობით დასკვნაში. სააკაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ მან გასცა ბრძანება და გენშტაბის უფროსმა ეს აღიარა. ეს თემა მოდის 2008 წლიდან. არ ვეთანხმებოდი პოლიტიკას, თუმცა ეს არ არის ინტერვიუ. ეს ვიდეო არის დაჭრილი, ამას მოსდევს ჩემი საუბრებიც, რომელიც არის მოჭრილი. ამ ვიდეოზე გაკეთდა სიუჟეტი და მაშინვე ვუპასუხე. არც ერთი სიტყვა არ მიმაქვს უკან, რაც მაშინ ვთქვი. ეს ყველაფერი არის ამოვარდნილი კონტექსტიდან. ის, რასაც სააკაშვილი ლაპარაკობს ცხინვალში საბრძოლო მოქმედებების დაწყებაზე, მართალია, რადგან როცა შემოდიოდა რუსული ჯარი, მან გასცა ეს ბრძანება. საიდუმლო ამაში არაფერია“, - განაცხადა დავითაიამ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა არქივის ვიდეო, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ არასდროს დაუმალავს, რომ ცხინვალში სამხედრო მოქმედებების წარმოების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეოს მინაწერით: "აი ვიდეოც, რომელიც ივანიშვილის პროპაგანდამ მოჭრა და თავისი ღალატის გადასაფარად გაავრცელა". ვიდეოჩანაწერი ასახავს მიხეილ სააკაშვილის მიერ აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიისთვის მიცემულ ჩვენებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა