მიხეილ ბატიაშვილი - საოცარი განწყობაა,  ფლორენცია დღეს ქართული ქალაქია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ფლორენციაში ქართველ მორაგბეებს გულშემატკივრობს. მან „ბორჯღალოსნებს“ წარმატებები უსურვა და გამოთქვა იმედი, რომ მიუხედავად რთული თამაშისა, ისინი გამარჯვებას მოიპოვებენ.

საქართველო ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე იტალიის ეროვნულ ნაკრებს ერკინება.

„აქ არის საოცარი განწყობა! მართლაც, ფლორენცია დღეს ქართული ქალაქია! ჩვენს საამაყო ბიჭებს გულშემატკივრობენ საქართველოდან ჩამოსული სტუმრები და რაც მთავარია, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები. ეს არის ნამდვილი ზეიმი! მიუხედავად თამაშის სირთულისა, იმედი მაქვს, გამარჯვებას მოვიპოვებთ და ეს იქნება ჩვენი მორაგბეების, მთელი ქართული სპორტის გამარჯვება!“- აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

პარალელურად, ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, ქართული რაგბის ქომაგები არიან შეკრებილი და დიდ ეკრანზე ადევნებენ თვალს მატჩის მსვლელობას. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, გასვლით თამაშზე მატჩისწინა ჰიმნი საქართველოდან შესრულდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა