ანონსი 11 ნოემბერი

11 ნოემბერს, 12:00 საათზე დიღომში მდებარე სარაგბო კლუბ „ლოკომოტივის“ ახალ ბაზაზე ვეტერან მორაგბეებს შორის საიუბილეო მატჩი გაიმართება.
11 ნოემბერს, 12:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია " ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.
მის: ჭავჭავაძის 29
საკონტაქტო პირი თამარ ჯინჭარაძე - 551662525
11 ნოემბერს, 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდება "Lions Clubs International"-ის საერთაშორისო პრეზიდენტის გუდრუნ ბიორტ ინგვადოტირის მიღების ცერემონია და წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ლაიონს კლუბების (LCIF) მიერ დაფინანსებული პროექტის "სიბრმავისა და მხედველობის გაუარესების პრევენცია"პრეზენტაცია.
მისამართი: ვაჟა-ფშაველას N33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი ,,საბჭოების დარბაზი“.
11 ნოემბერს, 15:00 საათზე,სამოქალაქო მოძრაობა “მე ვიცავ თავისუფლებას” თელავის თეატრში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს.

























