პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და რამდენიმე ნიღბიან მოქალაქეს შორის ინციდენტი მოხდა

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის მცირე ინცინდენტი მოხდა. პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარვებთან სამი ნიღბიანი მაკამაკაცი მივიდა, რომლებსაც აქციის მონაწილეებმა ნიღბის მოხსნა მოსთხოვეს, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი ტერიტორიიდან გაიქცა. მას აქციის რამდენიმე მონაწილე გაეკიდა.

ნიღბიანი მამაკაცი აქციის მონაწილეებმა მიწისქვეშა გადასასვლელთან დაიჭირეს და კიდევ ერთხელ მოსთხოვეს ვინაობის გამხელა, რასაც უცნობი მამაკაცის მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. სიტუაციის ადგილზე გასარკვევად საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და აღნიშნული მოქალაქე გამოკითხეს. ამის შემდეგ უცნობმა პირებმა რუსთაველის გამზირი დატოვეს.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეთა განცხადებით, ეს ადამიანები ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, პროვოკაციების მოსაწყობად იყვნენ მისული. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს მოუწოდებენ, ტერიტორიაზე უსაფრთხოება უზრუნველყონ.

ნიღბიანი პირების განცხადებით კი, ისინი უბრალო მოქალაქეები არიან, რომლებიც აქციაზე სოლიდარობის მიზნით იმყოფებოდნენ. როგორც მათ განაცხადეს, ვინაობის გამხელის სურვილი არ ჰქონდათ და იქიდან გამომდინარე, რომ ტერიტორიაზე მედიასაშუალებები იმყოფებოდნენ, ნიღაბი გაიკეთეს, რათა კადრებში არ გამოჩენილიყვნენ.

იხილეთ ვიდეო: რუსთაველზე გამოჩენილ 3 ნიღბიან ახალგაზრდას აქციის მონაწილეები გაეკიდნენ - ინციდენტის ამსახველი კადრები მონტაჟის გარეშე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა