სალომე ზურაბიშვილი თბილისში საარჩევნო შტაბის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში, საარჩევნო შტაბის თანამშრომლებს შეხვდა. ზურაბიშვილმა ათივე შტაბის წარმომადგენელს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

"დღეს ვიყავი ყველა შტაბში. მინდოდა მადლობა მეთქვა იმ ადამიანებისთვის, ვინც მეხმარებოდა და თავდაუზოგავად შრომობდა. წინ კიდევ ბევრი საქმეა და ჩვენ ამ საქმეში ყველანი ერთად ვართ. დიდია შემართება და მზადყოფნა, ხალხი გრძნობს მობილიზებას და აქვს კარგი განწყობა, ვემზადებით გამარჯვებისთვის“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილისა და საარჩევნო შტაბის თანამშრომლების შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა