გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ბათუმში ამომრჩევლებს ხვდებიან

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ბათუმის ხელოვნების ცენტრში ამომრჩევლებს ხვდებიან. ლიდერებმა შეკრებილებს პირველ ტურში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს, ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გააცნეს საარჩევნო პროგრამა და მეორე ტურში მხარდაჭერა სთხოვეს.

ხელოვნების ცენტრში საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და სხვა ლიდერები იმყოფებიან. ამომრჩეველთან გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრას არმაზ ახვლედიანიც ესწრება, რომელმაც მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ეს ხალხი იმის გარანტია, რომ სიძულვილის ენას დავამარცხებთ და გავაერთიანებთ საზოგადოებას, რომლებიც სამშობლოსთვის იმუშავებენ. ხელისუფლებაში ჩაბუდებულმა კრიმინალებმა მოძალადე ხელისუფლება შექმნეს. ოლიგარქის შვილის ქორწილში მთელი მცხეთა ევაკუირებულია. სვეტიცხოველი ეკუთვნის ყველას",- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ სიტყვით გამოსვლისას.

გრიგოლ ვაშაძემ მასწავლებელთა და პოლიციელთა ხელფასების ზრდაზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდები თურქეთში სამუშაოდ არ უნდა მიდიოდნენ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს