მალხაზ მაჩალიკაშვილი - ჩემი მოთხოვნაა, გამოათრიონ სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან სოსო გოგაშვილი, მოვითხოვ დახვრეტას

"ქართული ოცნების" ოფისთან მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.

როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ერთად სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებას მოითხოვს. ამასთან, მაჩალიკაშვილის თქმით, ოჯახის მოთხოვნა მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დახვრეტაა და არა სხვა რაიმე სასჯელი.

"დღეს პანკისის ხეობიდან ჩამოდის ხალხი და გავმართავთ აქციას. იმის ნაცვლად, რომ სუს-ის უფროსის მოადგილე, მხეცი გოგაშვილი დაესაჯათ, დასვეს საარჩევნო შტაბის უფროსად. აქედან გამომდინარე, დღეს, 15:00 საათზე "ქართული ოცნების" ოფისთან ვაპირებთ აქციის გამართვას.

ჩემი მოთხოვნა იქნება გამოათრიონ იმ შტაბიდან გოგაშვილი და დაასახელოს ყველა ის ადამიანი, ვინც იყო ამ სასტიკი, ე.წ. საუკუნის დანაშაულის მონაწილე. ყველა უნდა დაისაჯოს. მე მოვითხოვ დახვრეტას და არა სასჯელს",- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: მალხაზ მაჩალიკაშვილი - გამოათრიონ ზურაბიშვილის შტაბიდან სოსო გოგაშვილი და დაასახელოს ყველა დამნაშავე, მე მოვითხოვ დახვრეტას

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა