კალიფორნიაში ხანძრის შედეგად ჰოლივუდის ვარსკვლავებიც დაზარალდნენ

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად მსახიობ ჯერარდ ბატლერის სახლი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მსახიობი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

„ევაკუაციის შემდეგ დავბრუნდი სახლში, მალიბუში. საზარელი ჟამია კალიფორნიისთვის. როგორც ყოველთვის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ მეხანძრეების მამაცობით“, - დაწერა ჰოლივუდის ვარსკლავმა.

ასევე სახლი დაეწვა კანადელ მომღერალსა და გიტარისტს ნილ იანგს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კალიფორნიაში ვენტურას ოლქში ევაკუირებულებს შორის იყვნენ ჰოლივუდის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან კიმ კარდაშიანი, ლედი გაგა, შერი და გილერმო დელ ტორო.

კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. აქამდე საუბარი იყო 23 დაღუპულზე.

ტყის ხანძარი ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხუთშაბათს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ფართობი 45 ათას ჰექტარს შეადგენს. ხანძრის შედეგად 7 ათასამდე ნაგებობაა განადგურებული. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია.

საერთო ჯამში კალიფორნიაში 300 ათასი ადამიანის ევაკუირება მოხდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა