კახა კალაძე - ეს უკვე მეტისმეტია დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით, ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება და შესაბამისი პასუხი ყველას, ვინც ეს ზარები განახორციელა

უკვე მეტისმეტია დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით, ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება და შესაბამისი პასუხი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველაზე მთავარი რაც დღეს ქვეყანას სჭირდება, ეს არის ერთობა, კონსოლიდაცია ურთიერთპატივისცემა და სიყვარული.

"პირველ რიგში, შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ აუცილებლად და ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. სიმართლე გითხრათ, არაფერი მიკვირს, ისეთ ვითარებაში მიმდინარეობდა მთელი საარჩევნო კამპანია. არაერთხელ გამიკეთებია ამაზე განცხადებები - შეურაცხყოფებით, ტყუილით, სიცრუეზე დაფუძნებული პროპაგანდით, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია დაემუქრო ადამიანს სიცოცხლის მოსპობით, ამას სჭირდება მკაცრი რეაგირება და შესაბამისი პასუხი ყველა იმ ადამიანს, ვინც ეს ზარები განახორციელა. ყველაზე მთავარი რაც სჭირდება დღეს ქვეყანას, ეს არის ერთობა, კონსოლიდაცია ურთიერთპატივისცემა, სიყვარული და ეს პირველ რიგში ჩვენ, პოლიტიკოსებმა უნდა დავანახოთ საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისევ და ისევ ჩვენი სამშობლოსთვის და ქვეყნისთვის ეს ყველაფერი",- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას და მის შვილებს სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა