დავით მათიკაშვილი- „ნაცმოძრაობას" სურს მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის ტკივილის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" სურს მალხაზ მაჩალიკაშვილის და ზაზა სარალიძის ტკივილის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება. აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.

„პოლიტიკური პროცესები არის პოლიტიკური პროცესი. არის სამართლებრივი საკითხები, რომელსაც შესაბამისი პასუხები სჭირდება, რაზეც ძალოვანი სტრუქტურები მუშაობენ. ასე რომ, ჩვენ შევეცადოთ, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთში არ ავურიოთ. მე მხარში ვუდგავარ ყველა იმ ადამიანს, ვისაც გარკვეული სურვილი გააჩნია, რომ შესაბამისი პასუხი მიიღოს. მე მოვუწოდებ, სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დროულად მოხდეს ყველა საკითხის გამოძიება. ამ ყველაფრის გადაზრდა იმ ფორმატში, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" სურს, პირველ რიგში მაჩალიკაშვილის და სარალიძის ინტერესების საწინააღმდეგოა, რადგან მათ სურთ ამ ორი ადამიანის ტკივილი გამოიყენონ საკუთარი ინტერესებისთვის", - განაცხადა მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის შტაბთან მალხაზ მაჩალიკაშვილის საპროტესტო აქცია დღეს, 15:00 საათზე გაიმართება.

როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ერთად სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავებას მოითხოვს. ამასთან, მაჩალიკაშვილის თქმით, ოჯახის მოთხოვნა მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეების დახვრეტაა და არა სხვა რაიმე სასჯელი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა