რუსეთის საგარეო უწყება - რუსეთი, სამხრეთ ოსეთს საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებაში პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას უწევს

ამიერკავკასიაში რთული რეგიონალური ვითარება რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის აქტუალურობას განაპირობებს. ამის შესახებ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის მოსკოვში „ვიზიტთან“ დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების განცახდებაშია ნათქვამი.

„რუსეთი სამხრეთ ოსეთს ყოვლისმომცველ პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას უწევს საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებაში და უცხოურ ქვეყნებთან კონტაქტების გაფართოებაში. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსკოვში ვიზიტის მიზანია დამატებითი იმპულსი მიეცეს ჩვენი ქვეყნების უწყებებს შორის თანამშრომლობას“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ამიერკავკასიაში რთული რეგიონალური ვითარება რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის აქტუალურობას განაპირობებს.

„შესაბამისი ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის სამხედრო ბაზა. ჩვენი მესაზღვრეები დახმარებას უზრუნველყოფენ საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის საზღვრის დაცვაში“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი მოსკოვში შეხვედრას გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა