საია-ს აღმასრულებელი დირექტორი ზურაბიშვილის მიმართ მუქარაზე -  აუცილებელია გამოძიების დაწყება და შესაბამისი რეაგირება

მუქარის შემცველი ტექსტები მიუღებელია, აუცილებელია გამოძიების დაწყება და შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა სალომე ზურაბიშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ მათ დღეს, სალომე ზურაბიშვილთან 16:00 საათზე დაგეგმილი აქვთ შეხვედრა, სადაც აღნიშნულ საქმეზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

„დღეს გაკეთებულ განცხადებას რაც შეეხება, შევისწავლით საქმეს და კომპეტენციის ფარგლებში დავაკვირდებით. თუმცა, მანამდე აღვნიშნავთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის სავარაუდო მუქარის შემცველი ტექსტები, აუცილებელია სამართალდამცველებმა მოახდინონ რეაგირება.

ჩვენ დღეს 16:00 საათზე ვხვდებით სალომე ზურაბიშვილს და ამ შეხვედრაზეც ვისაუბრებთ აღნიშნული მუქარის შემცველ განცხადებებზე. გავეცნობით მეტ დეტალს და მონიტორინგს გავუწევთ ასევე საქმის მიმდინარეობას. მიუღებელია მუქარის შემცველი ტექსტები და აუცილებელია გამოძიების დაწყება“, - განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.

ამასთან, ირმა პავლიაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადების იმ ნაწილსაც გამოეხმაურა, როდესაც მან აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ სხვა დროსაც მომხდარა არასასურველი ფაქტები, თუმცა არასამთავრობო სექტორის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე, რომ მას ხელს უშლიდნენ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებისას, ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ. მივმართეთ საოლქო საარჩევნო კომისიას. ამ უკანასკნელმა კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველობას გადაუგზავნა და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამდგარა“, - განაცხადა საიას აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა.

მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო სექტორს მიმართავს.

ზურაბიშვილი სამოქალაქო სექტორისგან რეაგირებას ითხოვს ყველა იმ დარღვევაზე და უფლების დარღვევაზე, რაც მისი თქმით, მის მიმართ ხორციელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა