საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ზეკარის ხეობაში მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება,  ხანძრის ფართობი არ გაზრდილა

ბაღდათში, სოფელ ზეკარში, ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ცეცხლის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რათა დროულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება.

„ზეკარის ხეობაში მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება. ხანძრის ფართობი არ გაზრდილა. ადგილზე მობილიზებულია 200 მეხანძრე-მაშველი და სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ, რათა მოხდეს ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა