მოსკოვში სერგეი ლავროვისა და დიმიტრი მედოევის მოლაპარაკებები დაიწყო

მოსკოვში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სერგეი ლავროვისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელის დიმიტრი მედოევის მოლაპარაკებები დაიწყო.

მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეებმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს.

„ჩვენ ვაფასებთ იმ მჭიდრო ურთიერთობებს, რომელიც ჩვენს უწყებებს შორის ჩამოყალიბდა. ჩვენ დღეს განვიხილავთ იმას თუ როგორ ხორციელდება ის შეთანხმებები, რაც ჩვენი ქვეყნების პრეზიდენტებს შორის ზაფხულში გამართულ შეხვედრაზე იყო მიღწეული. ვფიქრობ, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პროგრესი არის. სამთავრობოთაშორისო კომისიის შეხვედრა მზადდება. სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა მყარდება. ასზე მეტი დოკუმენტია შეთანხმებული და შეჯერებული. ასევე დღეს მნიშვნელოვანი იქნება ვისაუბროთ საგარეო პოლიტიკის სფეროში ჩვენი ქმედებების კოორდინირებაზე. ჟენევის დისკუსიების მორიგი სხდომა ახლოვდება. დარწმუნებული ვარ, განვაგრძობთ ჩვენს საერთო კოორდინირებულ ხაზს, რომელიც მიმართულია ჩვენი მოკავშირეებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

თავის მხრივ, დე ფაქტო მინისტრმა აღნიშნა, რომ „რუსეთი სამხრეთ ოსეთის სტრატეგიული პარტნიორია“.

„ჩვენთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ის საკითხები, რაც წლის განმავლობაში დაგროვდა და ჩავინიშნოთ გეგმები მომავალი წლისთვის. სამხრეთ ოსეთი აფასებს რუსეთთან ურთიერთობებს. რუსეთი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია“, - დასძინა დიმიტრი მედოევმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს