ნინო ლომჯარია შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დაბარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს. ამ დროისთვის კონკრეტულად უცნობია თუ რა დროს მივა სახალხო დამცველი შსს-ში. ამასთან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ლომჯარიასთან გასაუბრების შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

„რამდენიმე თვის წინ პირადად გავხდი სწორედ ასეთი შეტევის ობიექტი, მემუქრებოდნენ შუბლის გახვრეტით, სნაიპერის ტყვიით, მიხსენიებდნენ უცენზურო სიტყვებით“, - ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ავრცელებს.

ლომჯარია მუქარის შემცველ კონკრეტულ წერილებსაც ასაჯაროვებს. მისი თქმით, ეს არის დანაშაული და მსგავსი შინაარსის შეტყობინებებზე რეაგირება არის სახელმწიფოს, სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და არა სამოქალაქო სექტორის, რომელიც თავად არის მსგავსი მუქარების სამიზნე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა