ნინო ბურჯანაძე - არ ვაპირებ თავი ვიმართლო, თუ რატომ მივედი  სარალიძესთან და მაჩალიკაშვილთან- მათ შვილები მოუკლეს და დამნაშავეებს ხელს აფარებენ

ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ბევრი რამ დაგვაბრალეს, ცილი დაგვწამეს, ბევრჯერ ტალახი გვესროლეს, მაგრამჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც შექმნის პირველი დღიდან არის თანმიმდევრული, პრინციპული, გაბედული, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

პარტიის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა მის მიმართ გამოთქმულ შეფასებას, რომელიც რუსთაველზე ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან მისი და ბადრი ბიწაძის მისვლას მოჰყვა.

„არ ვაპირებ ვინმესთან თავი ვიმართლო, თუ რატომ მივედი ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან. მე იქ მივედი არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც ადამიანი, რომელსაც თანაგრძნობის უნარი აქვს. მე იქ მივედი, როგორც დედა, რომელსაც შვილები ჰყავს. რა შუაშია „ნაციონალური მოძრაობა“, ადამიანებს შვილები მოუკლეს და ეს ხელისუფლება დამნაშავეებს ხელს აფარებს. ამ თემაზე თავის მართლებას არ ვაპირებ, თუ ვინმეს არ ახსოვს მინდა შევახსენო, ჩვენ ვართ ის ერთადერთი ძალა, რომელიც არასოდეს არ გავრიგებივართ არავის არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში, არასოდეს არავისთან ვაჭრობა არ დაგვიწყია, ყოველთვის ვიცავდით ჩვენს პოზიციას და ყოველთვის სიმართლეს ვეუბნებოდით ჩვენს საზოგადოებას. ჩვენი მომხრეები და ობიექტურად მოწინააღმდეგეები ხედავენ, ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ. მე და ჩემი გუნდი ყოველთვის შევეწინააღმდეგებით უსამართლობას, დამნაშავეებზე ხელის გადაფარებას, ადამიანების აბუჩად აგდებას. ვინც არ უნდა იყოს, არავის მივცემთ უფლებას ცილისწამებით და ტალახის სროლით შეგვაშინოს და დაგვადუმოს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა