ზაზა სარალიძე - თუ ეს ხელისუფლება არ დასჯის მკვლელებს, მაშინ მოვიყვანთ ისეთ ხელისუფლებას, ვინც ჩვენს მოთხოვნას ყურად იღებს

თუ ეს ხელისუფლება არ დასჯის მკვლელებს, მაშინ მოვიყვანთ ისეთ ხელისუფლებას, ვინც ჩვენს მოთხოვნას ყურად იღებს, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

ზაზა სარალიძის თქმით, მათი მოთხოვნაა დაისაჯოს სოსო გოგაშვილი, რომელიც მისივე განცხადებით, პასუხისმგებელია თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე.

„აქციის მიზანია ჩვენი შვილების მკვლელების დასჯა. რუსთაველიდან „ოცნების“ ოფისთან გადმოვინაცვლეთ.

სოსო გოგაშვილი იყო სუს-ის უფროსის მოადგილე, სამსახურიდან გათავისულების შემდეგ მან გადმოინაცვლა „ოცნებაში“ სამუშაოდ. ის ვერსად დაგვემალება. ყველა პირი, ვისაც ჩვენი შვილების მკვლელობაში მიუძღვის წვლილი, იქნება დასჯილი. სოსო გოგაშვილი არ უნდა დადიოდეს თავისუფლად, ის უნდა იჯდეს ციხეში უვადოდ.

ჩვენი მოთხოვნები აუცილებლად შესრულდება და თუ ამ ხელისუფლებას ვერ ვაიძულებთ, მაშინ ავირჩევთ ისეთ ხელისუფლებას, ვინც მკვლელებს დასჯის", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

„ქართული ოცნების“ ოფისთან მალხაზ მაჩალიკაშვილის სოლიდარობის აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა იყო, დაისაჯონ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობისთვის სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე იოსებ გოგაშვილი და სხვა პასუხისმგებელი პირები.

ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია პოლიცია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა