გორის მერია მეჯვრისხევის ბარაკებში კანალიზაციის მოწყობის გეგმავს

გორის მერია მეჯვრისხევის ბარაკებში კანალიზაციის მოწყობის გეგმავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, მეჯვრისხევის ბარაკების საკანალიზაციო ქსელის მოწყობის მიზნით, მათ უკვე გამოაცხადეს ორი ტენდერი.

ერთი ელექტრონული შესყიდვა №1, №2 ბარაკების, ხოლო მეორე №4 ბარაკის საკანალიზაციო ქსელის მოწყობას ითვალისწინებს. ორივე ტენდერის მიხედვით, წინადადებების მიღების ბოლო ვადად 29 ნოემბერი განისაზღვრა.

სამუშაოების ჯამურმა სატენდერო ღირებულებამ 46 720 ლარი შეადგინა. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

პროექტით გათვალიწინებული სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.

პროექტის განხორციელების შემდეგ, აღნიშნულ ბარაკებში მცხოვრებ 40-ზე მეტ ოჯახს, საკანალიზაციო სისტემის არ არსებობით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!