ირაკლი კობახიძე -  „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური, ბინძური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური მომავალი საქართველოში

აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პირდაპირ ვიტყვი - კრიმინალური და ბინძური პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობა“ საუბრობს მაღალ მატერიებზე - ეს არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა, ეს არის ბინძური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არაერთი უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებების საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგია საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის სრული ოკუპაცია.

„უამრავი დანაშაული გაქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ამ დანაშაულის შედეგია ძალიან მძიმე - სრული ოკუპაცია ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის. შეგახსენებთ დანაშაულებს: ასზე მეტი დაკარგული სოფელი, ათი ათასობით ახალი დევნილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ასობით დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირი. თქვენი დანაშაულის შედეგია ეს ყველაფერი და ამას თქვენ უწოდებთ „შეცდომას“. ეს არის თქვენი დანაშაული, რომელსაც თქვენ ხელი მოაწერეთ, როდესაც თქვენ მხარი დაუჭირეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას. უკვე 5 პასუხი მიიღეთ და მიიღებთ კიდევ ერთ პასუხს. ეს არის უმძიმესი კრიმინალური, ბინძური პოლიტიკური ძალა. ეს იყო ერთერთი დანაშაული, რაც მე ვთქვი, როდესაც მან ხელი შეუწყო რუსეთის აგრესიული სცენარის განხორციელებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ „ეს იყო მარტო ერთ-ერთი დანაშაული“.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს პოლიტიკური მომავალი საქართველოში და ამის გარანტი ქვეყანაში ჩამოყალიბებული დემოკრატიული სისტემაა.

„ჩვენ გვახსოვს უამრავი სხვა დანაშაული: ადამიანების წამება, მამაკაცების გაუპატიურება. ეს უბედურება არის ის, რაც ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ეს არის მათი სახე. მათ არ აქვთ სარკეში ჩახედვის რესურსი, მათ არ შეუძლიათ, შეხედონ საკუთარ თავს სარკეში და ამიტომ ვერ აღიქვამენ იმას, სადაც არიან და არიან იქ, რაც თქვა გვარამიამ. ეს არის ზუსტი დახასიათება იმ მდგომარეობისა, რა მდგომარეობაშიც არის დღეს „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ იქვე დარჩეს, სადაც თქვა ნიკა გვარამიამ. ეს აუცილებლად შესრულდება და იქნება ასე. ეს არის კრიმინალური, ბინძური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს პოლიტიკური მომავალი საქართველოში და ამის გარანტია არის, ბუნებრივია, ის დემოკრატიული სისტემა, რომელიც არის ჩვენთან ჩამოყალიბებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეკატერინე დგებუაძე - შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩება სასწავლო განათლების მიღმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
პირველი კლინიკა დისტანცირებული რიგის მართვის სისტემით
„სმარტი“ წითელ ჯვართან და თბილისის მერიასთან ერთად საზოგადოებას ხანდაზმულთა მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის საშუალებას აძლევს
კომპანია „ორბი ჯგუფი“ მედიკოსებს მადლობას უხდის