განათლების სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდება

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 13 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკიდან აცნობეს, მემორანდუმს ხელს მოაწერენ მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.

ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადებით, მხარეებს შორის თანამშრომლობა მოიცავს როგორც სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის კოორდინაცია-ხელშეწყობას, ასევე, ერთიანი ეროვნული ციფრული ბიბლიოთეკის შექმნისთვის საჭირო ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას. ამასთან, წიგნების, პერიოდული გამოცემების, კარტოგრაფიული გამოცემების, დისერტაციებისა და რეფერატების, საარქივო დოკუმენტების, გაზეთისა და ჟურნალის სტატიების, სანოტო და აუდიო გამოცემებისა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული სხვა მატერიალური რესურსების ციფრული ვერსიების შექმნას, ციფრული ბიბლიოთეკის დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ა.შ.

„მემორანდუმი ძალაში ხელმოწერის მომენტიდან შედის, თუმცა, მემორანდუმის მიზნებიდან გამომდინარე, მხარეებს უფლება აქვთ ასევე დამატებითი ხელშეკრულებები და შეთანხმებები გააფორმონ“, – განაცხადეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა