ანონსი  13 ნოემბერი

13 ნოემბერს, 09:00 საათზე, სასტუმროში „ბილთმორი თბილისი“ საერთაშორისო კონფერენცია - “იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა სისხლის მართლმსაჯულების სისტემებში”, გაიმართება, რომელსაც გახსნიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, გაეროს ხელმძღვანელი საქართველოში ლუიზა ვინტონი, ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ქრისტიან ურსე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი მელიტონ ბენიძე და სხვები.

მის.: რუსთაველის გამზ. #29

13 ნოემბერს, 10:45 საათზე, სასტუმრო „Radisson Blu Iveria Hotel“-ში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თელავის წყალმომარაგების მშენებლობის ხელახალ ტენდერთან დაკავშირებით, საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო კომპანიებისთვის ღია კარის დღეს გამართავს. ღონისძიებას სამინისტროს მენეჯმენტი და ადგილობრივი მუნიციაპლიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საკონტაქტო პირი ლელა კიკალეიშვილი - 599 855251

13 ნოემბერს, 11:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გაიმართება ბრიფინგი თემაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მცდელობის შესახებ. თადარიგის გენერლები ოფიციალურ განცხადებას გააკეთებენ.

მის.: გორგასლის 12ა

13 ნოემბერს, 11:00 საათზე, ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ოჯახის მკვლელობისთვის ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატები „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: დანაშაულის ახალი მოტივი - რატომ შეიცვალა მოტივი; რა გამოიკვეთა საგამოძიები ექსპერიმენტით, რომელიც დაცვის მხარემ ხადას ხეობაში ჩაატარა.

მის: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

13 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დამფუძნებლის, საზოგადოებრივი მოძრაობა „თორმეტიანელები ღირსეული საქართველოსთვის“ ლიდერის მერაბ შათირიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: „ქართული ოცნების“ ე.წ. ძველი გვარდიის ჩართვა ამომრჩევლის მობილიზებისთვის კამპანიაში. შათირიშვილის მოწოდება ე.წ. ძველ გვარდიას.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

13 ნოემბერს 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაერთიანებული სხდომა ჩატარდება.

13 ნოემბერს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელს მოაწერენ მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.

13 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებლის, ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ბიზნესგარემო საქართველოში. მიმდინარე პროცესები და პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

13 ნოემბრს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა

ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

13 ნოემბერს, 12:00 საათზე, ,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გიორგი მამულაშვილი, თიკა მაისურაძე და ალექსანდრე ბუთხაშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის მნიშვნელობა და მიზნები; მიმართვა პრემიერ-მინისტრს.

13 ნოემბრს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა ჩატარდება.

ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

13 ნოემბერს, 12:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ლიდერები, არასამთავობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მის.: ჭავჭავაძის გამზ. #29

საკონტაქტო პირი: თამარ ჯინჭარაძე 551 66 25 25

13 ნოემბერს, 13:00 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარბაზში, რეგიონის სოფლებში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდება და მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

13 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

13 ნოემბერს, 13:00 საათზე, ამერიკის საელჩო გამოაცხადებს ელჩის კულტურული მემკვიდერეობის ფონდის გრანტით დაფინანსებულ მორიგ პროექტს უფლისციხეში.

13 ნოემბერს, 13:00 საათზე, „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ და „რეფორმატიქსის“ მიერ გამოცემული წიგნის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება“ პრეზენტაცია გაიმართება.

საკონტაქტო პირი სოფო მაქაცარია - 591650500

13 ნოემბერს, 15:00 საათზე, ქალაქ ქუთაისში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქუთაისის რეგიონულ ოფისში შეხვედრა გაიმართება, რომლის ორგანიზატორები არიან საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ და სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ 2“.

მის.: ქუთაისი, რუსთაველის ქ. #124

13 ნოემბერს, 15:30, საათზე, ევროპული ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით და USAID G4G პროექტთან თანამშრომლობით, გაიმართება დისკუსია შრომით სტანდარტებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

მის.: აფაქიძის ქ. # 11, სასტუმრო „ბესტ ვესტერნი“

13 ნოემბერს, 15:45 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდება.

13 ნოემბერს, 16:00 საათზე, „მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდი“ და შშმ ბავშვების მშლობლები საინფორმაციო სააგენტო „კვირას“ პრესკლუბში ბრიფინგს გამართავენ, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ზოგიერთი აქტივისტის მიერ ამ საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობას უკავშირდება.

მის: წერეთლის გამზირი N 99, 1 სართული, ბინა 49

საკონტაქტო პირი: მიხეილ ჭითაშვილი 577 72 77 29.

13 ნოემბერს 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

13 ნოემბერს, 17:00 საათზე, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ასი ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისის გადაიხდის.

საკონტაქტო პირი გვანცა ხულუზაური - 558 191319

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა