საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის“ ხელმძღვანელმა კოტე სვანაძემ განუცხადა, ამასთან დაკავშირებით მსვლელობები წელს დაგეგმილი არ არის, სადღესასწაულო ღონისძიებები კი მეტეხის ხიდზე 17:00 საათზე დაიწყება. ნაჩვენები იქნება სხვადასხვა კოლექტივების შემოქმედებითი ნომრები, ასევე, იმ პერიოდის ამსახველი მონო–სპექტაკლი. შემდეგ კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, საზეიმო პარაკლისის გადაიხდის.

პარაკლისის დასრულების შემდეგ მრევლი და სასულიერო პირები მტკვარში წამებულთა პატივისცემის ნიშნად ყვავილებს ჩაყრიან. ასევე, ცაში ფრანებს გაუშვებენ.

100 ათასი ქართველი ჯალალედინის ბრძანებით სარწმუნოებისთვის 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო, მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა