პასკალ მენიე - იმედია, ბრძოლა იქნება იდეებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და არ იქნება ერთმანეთს შორის შუღლი

საქართველოში პოლიტიკოსები უნდა დაუბრუნდენ რეალობას, იმედია, ბრძოლა იქნება იდეებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და არ იქნება ერთმანეთს შორის შუღლი, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ საარჩევნო გარემოს შესახებ “ინტერპრესნიუსის” შეკითხვის პასუხად განაცხადა.

საფრანგეთის ელჩმა გაიხსენა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც თბილისის მერი ამბობდა, რომ მოსახლეობის ნაწილი კმაყოფილი არ არის. “თბილისის მერმა კახა კალაძემ პირველი რაუნდის შემდეგ განაცხადა, რომ შესაძლოა, მოსახლეობის ნაწილი ძალიან კმაყოფილი არ არის. საარჩევნო კამპანიის ატმოსფეროს შესახებ უნდა ვთქვა, რომ ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილისა და მისი შვილების მიმართ იყო გარკვეული საფრთხეები და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უფრო შორს მიდის. მიმაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც სჯერა დემოკრატიის, ამაზე მეტს იმსახურებს. იმედი მაქვს, მოვა დღე, როცა პოლიტიკოსები დაუბრუნდებიან რეალობას და ბრძოლა იქნება იდეებისთვის, მოსახლეობის კეთიდღეობისთვის და არ იქნება ერთმანეთს შორის შუღლი”, - აღნიშნა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა