ზამთრის კურორტების გახსნა 8 დეკემბრიდან დაიწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ზამთრის კურორტები სრულად არის გამართული, ასევე ყველა საბაგირომ გაიარა სარემონტო სამუშაოები და ტექნიკური დათვალიერება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, 8 დეკემბერს სეზონი ოფიციალურად გაიხსნება კურორტ „გოდერძიზე“, ხოლო „გუდაურში“ - 15 დეკემბერს. ამასთან, დიდველის სათხილამურო ტრასა დამსვენებლებს 8 დეკემბრიდან მიიღებს, თეთნულდი-ჰაწვალის და კოხტა-მიტარბის ტრასები - 22 დეკემბერს.

„კურორტები სრულად გამართული და განახლებული ხვდება დამსვენებელს. გუდაურში მოცულობითი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. უამრავი სიახლე დახვდება დამსვენებელს, ეს იქნება ფაქტობრივად ახალი გუდაური. რაც შეეხება დანარჩენ კურორტებს, ყველა კურორტი მზად არის ვიზიტორების მისაღებად, საბაგიროებს ჩაუტარდა გეგმური სარემონტო სამუშაოები, სათხილამურო გზები იწმინდება ქვებისგან, საბაგიროს ოპერატორებმა გაიარეს გადამზადების კურსი“, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე განმარტებით, ყველა საბაგირომ გაიარა სარემონტო სამუშაოები და ტექნიკური დათვალიერება.

„საბაგირო „საძელეზე“ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და 3 დეკემბერს დასრულდება, კომპანია „დოპელმაიერისა“ და „ბიუროვერიტასის“ მიერ მოხდება ინსპექტირება. საბაგირო გონდოლა შემოწმდა ფრანგული კომპანია „პომას“ მიერ და სრულად გამართულია. საბაგირო „შინოც“ შემოწმდა და ასევე წესრიგშია. რაც შეეხება დანარჩენებს, როგორც მოგეხსენებათ, ამ წუთასაც მიმდინარეობს მშენებლობა გუდაურში, სრულიად ახალი საბაგიროები იქნება „პირველი", „სოლიკო", „ახალი კუდები". რაც შეეხება „ძველ კუდებს“, მისი რენოვაცია მოხდა და ყველა ეს საბაგირო სეზონზე აქტიურად იფუნქციონირებს, რიგების განტვირთვასაც შეუწყობს ხელს, რადგან ამ ახალი საბაგიროების გამტარუნარიანობა 3 ჯერ მეტია“, - აცხადებენ სამინისტროში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს