მურმან დუმბაძე -  სუს-ის უფროსის აჭარაში სტუმრობის ამოცანაა, საარჩევნო პროცესებში ჩართულობით ხმების მობილიზება

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის აჭარაში სტუმრობას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ოპოზიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესებში სუს-ის ჩართულობას და კრიმინალების მიერ ამომრჩეველზე ზეწოლას.

„ბიძინა ივანიშვილის დავალებით, გუშინ, დიდი ქეისით, აჭარას ესტუმრა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური. მისი ამოცანაა საარჩევნო პროცესებში ჩართულობით, ხმების მობილიზება. იგი შეხვდა აჭარის მთავრობის ორ ყოფილ და მოქმედ თავმჯდომარეს.

ბატონო ვახტანგ, ერთ დროს, ანუ, მაშინ, როცა ანგარიშს უწევდით ჩემს რჩევებსა და მოსაზრებებს, საარჩევნო პროცესები და შესაბამისი შედეგები იყო სახელმწიფოებრივი. აჭარაში, არჩევნების საკითხი გადაწყვეტილია. ამომრჩეველმა ხელისუფლებას უკვე უთხრა უარი. ამ ვითარებას, სამომავლოდ, კიდევ უფრო დაგიმძიმებთ ის ფაქტი, რომ ამ საკითხის, ,,სათქვენოდ მოსაგვარებლად“ კომუნიკაციაში ხართ, არაკომპეტენტურ და კორუფციასთან ასოცირებულ ადამიანებთან.

ჩემი თხოვნაა, მოეშვათ ქეისებით სიარულს და სანამ ხელისუფლებაში ხართ, დაუბრუნდეთ თქვენს უშუალო მოვალეობას, უზრუნველყოთ სახელმწიფო საზღვრის, მათ შორის კირნათი-მარადიდის მონაკვეთის ტერორისტებისაგან დაცულობა (არ დაგვიწყნიათ ალბათ, რაც აქ დაგემართათ). სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შეძლოთ თქვენი სამსახურის ავტორიტეტის იმ დონემდე ამაღლება მაინც, რომ უზრუნველყოფილი იქნას თქვენი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოება, მაგალითისათვის მომყავს აჭარის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტი, რომელიც ქილიკის საგანია მთელს აჭარაში და არამხოლოდ აჭარაში.

რაც შეეხება მოთხოვნას - ღიად და საჯაროდ გეუბნებით - შეწყვიტეთ ამ უავტორიტეტო კადრების, კრიმინალების, ყოფილი მარბიელების, ზონდერების, 2004 წელს, ხელისუფლებიდან, აჭარის მოსახლეობის მიერ, განდევნილი რეჟიმის აქა იქ დარჩენილ მომხრეთა მობილიზება-დამუშავება, რაც დაგაზღვევთ იმაში, რომ ხელი არ წაგიცდეთ ბიულეტენებზე და საარჩევნო პროცესებში უხეშ და დანაშაულებრივ ჩარევებზე.

გაფრთხილებთ, მისცეთ ადამიანებს თავისუფალ გარემოში ნების, თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა",- განაცხადა დუმბაძემ.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია