რელიგიის საკითხთა სააგენტო ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს სრულიად საქართველო და სამოციქულო, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „წმიდათა ათთა ბევრთა (100 000) მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულთა“ ხსენების დღეს აღნიშნავს.

ისტორიული ცნობების მიხედვით, ჯალალ-ედ-დინი უზარმაზარი არმიით თბილისს შეესია და ქალაქში სისხლის ტბები დააყენა. მაგრამ არც ეს იკმარა. სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა, იქ საკუთარი ტახტი დაადგმევინა, შემდეგ ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გამოატანინა, მეტეხის ხიდზე დაასვენებინა და თბილისელებს მათი შეურაცხყოფა უბრძანა. ვინც უარს იტყოდა, თავის მოკვეთა ემუქრებოდა. მაგრამ არცერთი თბილისელი არ შეუშინდა სიკვდილს, არცერთმა მათგანმა არ შეურაცხყო წმინდა ხატები. იმ დღეს მონღოლებმა ასი ათას ქართველს მოჰკვეთეს თავი და მათი გვამები მდინარეში ჩაყარეს. ურდომ არ დაინდო არც მოხუცები და არც ბავშვები. როგორც მემატიანე მოგვითხრობს, მტკვარი რამოდენიმე დღის განმავლობაში სისხლით შეღებილი მოდიოდა. 100 000 მოწამე შეუერთდა იმ დღეს წმინდანთა დასს, ზეციურ საქართველოს.

წმიდა 100 000 მოწამეთა მეოხებით უფალმა გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა