მარიკა დარჩია - ქვეყანა, რომელსაც ყოველთვის ეამაყება, რომ ქალის ფასი იცის, რაც  ჩვენს გარშემო ახლა ხდება, შეუძლებლად მიმაჩნია ამის ყურება

ქვეყანა, რომელსაც ყოველთვის ეამაყება, რომ ქალის ფასი იცის, რაც ჩვენს გარშემო ახლა ხდება, შეუძლებლად მიმაჩნია ამის ყურება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის მიმართ შესაძლო მუქარას გამოეხმაურა.

„არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი და არამარტო ჩემი კოლეგების წუხილი. როცა შვილებზე მიდის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, სამარცხვინოა. მინდა, რომ ძალიან მკაფიოდ გამოვხატო ამის მიმართ წინააღმდეგობა. ეს ნამდვილად სირცხვილია ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის", -განაცხადა დარჩიამ.

ამის საპასუხოდ, საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ სად იყო მაშინ უმრავლესობა, როცა მას ემუქრებოდნენ, რასაც მცირე ხმაური მოჰყვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა