ლილე ლიპარტელიანი - ნამდვილად ისტერიკაში ვარ, რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელა სეთურმა

ნამდვილად ისტერიკაში ვარ, რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელა სეთურმა, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ საკუთარ ქვეყანას ომის დაწყება არ უნდა დააბრალოს, სწორედ აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის რეპლიკა, რომ ლიპარტელიანს უნდა რცხვენოდეს, რა სიტყვებსაც იყენებს, იმის გამო.

"ნამდვილად ისტერიკაში ვარ, რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელა სეთურმა. როგორ ადანაშაულებთ საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში. ისევ იქნება თავისუფლების სიმბოლო ანწუხელიძე, ტატუნაშვილი. ასეთ სიმბოლოდ დარჩებიან 9 აპრილის გმირები. თქვენ და თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატი ადანაშაულებთ საქართველოს ომის დაწყებაში. ეს არის თქვენი სახე. კარგად დაფიქრდით, ნუ დარჩებით ისტორიაში ყორღანაშვილების მხარეს",- განაცხადა ლიპარტელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა