ბექა დავითულიანი - შეგვიძლია ვითამაშოთ ფეხბურთი, შეგვიძლია ვითამაშოთ არჩევნები, მთავარია ხალხის ბედით არ ვითამაშოთ, როგორც „ნაციონალები“ იქცევიან

შეგვიძლია ვითამაშოთ ფეხბურთი ან არჩევნები და დავამარცხოთ, მთავარია ხალხის ბედით არ ვითამაშოთ, როგორც "ნაციონალური მოძრაობა" იქცევა, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა ბექა დავითულიანმა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიერ, საკრებულოს სხდომაზე "ინტერის" მაისურის მიტანის შესახებ განაცხადა.

"ფეხბურთის მაისური შეუძლიათ ჩაიცვან, შეგვიძლია ვითამაშოთ ფეხბურთი და დავამარცხოთ, შეგვიძლია ვითამაშოთ არჩევნები და დავამარცხოთ. მთავარია ხალხის ბედით არ ვითამაშოთ, როგორც ისინი იქცევიან",- აღნიშნა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის შეკამათება მოხდა. დეპუტატებს შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლევან ხაბეიშვილმა უმრავლესობის წევრებს დედაქალაქის მერისთვის საფეხბურთო კლუბ მილანის „ინტერის“ მაისური გადასცა. ხაბეიშვილის თქმით, კალაძე და მერია ბაგა-ბაღების ხელმძღვანელობას პოლიტიკური ნიშნით ავიწროვებს. ოპოზიციონერმა დეპუტატმა სწორედ არჩევნების პირველი ტურის შედეგებს დაუკავშირა რამდენიმე ბაღის დირექტორის გათავისუფლება.

„ხალხის წინააღმდეგ არის დედაქალაქის მერი და მინდა მას ვუთხრა: ეს არის მილანის „ინტერის“ ფორმა. „მილანი“ და „ინტერი“ დაპირისპირებულები არიან. კალაძე თბილისელებს უყურებს, როგორც მოწინააღმდეგეებს. ეს ფორმა გადაეცით კალაძეს, თუ არადა, აქ დავტოვებ. მილანის „ინტერის“ ფეხბურთელები არ არიან თბილისელები“, - მიმართა ლევან ხაბეიშვილმა უმრავლესობის წევრებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა