თაკო ჩარკვიანი - არჩევნების შემდეგ ახალი პარტია - „კანონი და სამართალი“ გამოჩნდება

არჩევნების შემდეგ, გამოჩნდება ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და ჰქვია კოალიცია -„კანონი და სამართალი“, - ამის შესახებ პუბლიცისტმა თაკო ჩარკვიანმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, მხოლოდ კარგს ხედავს ექსპერტ გია ხუხაშვილის იდეაში, მესამე პოლიტიკური ძალის შექმნის შესახებ.

„ეს მისი სურვილია და ძალიან კარგი თუ ამაზე საუბრობს. ყველას აქვს ამის უფლება და მხოლოდ კარგს ვხედავ. მე უბრალოდ იმაზე ვისაუბრებ, ჩვენ რას ვაკეთებთ. არჩევნებამდე საჭიროდ არ ჩავთვალე ამაზე ლაპარაკი, რადგან არ მინდოდა გრიგოლ ვაშაძეს არჩევნებში ხელი შეშლოდა. ახლა ჩვენ ყველა გაერთიანებულ ოპოზიციას ვაძლევთ ხმას, ხოლო არჩევნების შემდეგ, ახალი პარტია, რომელიც უკვე გაკეთებულია და მას ჰქვია კოალიცია - „კანონი და სამართალი“, გამოჩნდება“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

მისი თქმით, მესამე პოლიტიკური ძალის იდეა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის არარეალურია, ხოლო საპარლამენტო არჩევნებისთვის ამის განხორციელება შესაძლებელია.

„ახლა მეორე ტურია. დღეს ჩვენ ქვეყანას ვკარგავთ იმ განცხადებების ფონზე, რომელსაც ხელისუფლების კანდიდატი აკეთებს. შეიძლება ვიღაცა არ გიჟდებოდა ვაშაძეზე, ასეთებიც არიან და ვიცი, რომ ისინი ხმას აძლევენ გაერთიანებულ ოპოზიციას, რადგან მათთვის წყალგამყოფი აღმოჩნდა მეჩითოვის და ზურაბიშვილის გვერდით დგომა“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

იხილეთ ვიდეო: არჩევნების შემდეგ გამოჩნდება ახალი პარტია, რომელიც უკვე შექმნილია - თაკო ჩარკვიანი მესამე ძალაზე საუბრობს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა