კახა კალაძე - რომელი ოპონენტის ავადმყოფურ გონებაში მომწიფდა აზრი, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაესვა ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის

წარმოუდგენელია, რომელი ოპონენტის ავადმყოფურ გონებაში მომწიფდა აზრი, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაესვა საახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის მერიის წინააღმდეგ ვრცელდება ტყუილი, თითქოს ნაძვის ხის გამო, სარალიძეს პროტესტის გამოხატვაში ხელს უშლიან.

მისივე თქმით, სარალიძეს სურდა აქციების 31 დეკემბრამდე გაგრძელება და მერია ვალდებული იყო პასუხი გაეცა დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების შესახებ და ინფორმაცია მიეწოდებინა.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო უკანასკნელ დღეებში თბილისის მუნიციპალიტეტის, მისი თანამშრომლებისა და პირადად ჩემ წინააღმდეგ წარმოებულ სრულიად უტიფარ, ცილისმწამებლურ პროპაგანდას თითქოს თბილისის მერიამ ზაზა სარალიძეს რუსთაველზე პროტესტის გამოხატვის უფლება შეუზღუდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ჩვენ ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ვისაუბრეთ და გავასაჯაროვეთ ყველა მიმოწერა. ნოემბრის დასაწყისში, ზაზა სარალიძემ წერილით მოგვმართა დედაქალაქის მერიას, რომ 31 დეკემბრამდე ჰქონდა აქციების გაგრძელების სურვილი. წერილს მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვა. ეს იყო ჩვენი ვალდებულება, რომ სამი დღის განმავლობაში გაგვეცა პასუხი, რადგან დედაქალაქის მერიას 15 დეკემბრიდან თვის ბოლომდე დაგეგმილი აქვს საახალწლო ღონისძიებები. ვალდებულები ვიყავით გაგვეცა პასუხი, რაც ასახული იყო წერილობით და ესეც გავაცანით მოსახლეობას. ჩემთვის წარმოუდგენელია რომელი ოპონენტის ავადმყოფურ გონებაში მომწიფდა ის აზრი, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაესვა საახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის, შემდეგ კი ეს ყველაფერი გადმოებრალებინა ჩვენთვის. ჩვენ გვახსოვს რამდენიმე დღის წინ, როდესაც პირდაპირ ეთერში საუბრობდნენ, რომ ნაძვის ხის დადგმის გამო, არ აძლევენ კარვების გაშლის, პროტესტის გამოხატვის უფლებას და ა.შ. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორ მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზია „რუსთავი 2“. კონკრეტულად ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი საუბრობდა ამ ყველაფერზე პირდაპირ ეთერში, რომ თითქოს ჩვენ ვიყავით ყველაფერ ამის თავი და ბოლო. ეს კატეგორიულად მიუღებელია. თუმცა, ეს სიცრუის პროპაგანდა, რომელსაც ისინი აწარმოებენ, და მთელი სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე, შუღლზე. ჩვენ ნამდვილად არ გადავუხვევთ ჩვენ მიერ არჩეული გზიდან, რომელიც ადამიანის ღირსებაზე, საკუთარი ხალხის პატივისცემასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. პირადად ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის და მთლიანად ჩვენი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, მისი უფლებები გამოხატვის თავისუფლება არის უმთავრესი ფასეულობა, რომლის დაცვის გარანტიც ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ვიქნებით ყოველთვის, არავის მივცემთ იმის უფლება, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: კახა კალაძე - რომელი ოპონენტის ავადმყოფურ გონებაში მომწიფდა აზრი, რომ ტოლობის ნიშანი დაესვა ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა