თიანეთი და ახმეტა ერთმანეთს განახლებული გზით დაუკავშირდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თიანეთი-ახმეტას გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, პროექტის განხორციელების შემდეგ, თიანეთი და ახმეტა, ნაცვლად არსებული დაზიანებული გზისა, სადაც გადაადგილება გართულებული იყო, განახლებული და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს.

„თიანეთი-ახმეტას 30 კმ-იან მონაკვეთზე, დაგეგმილია არსებულ გრუნტის გზაზე სრული რეაბილიტაციის ჩატარება და ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა. ასევე, აშენდება 2 ახალი ხიდი და რეაბილიტირდება 2 არსებული ხიდი. განხორციელდება წყალგამტარი მილების, ხელოვნური ნაგებობების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და საგზაო ნიშნების მოწყობის სამუშაოები. ასევე, განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. სარეაბილიტაციო გზა, თიანეთში იწყება და ახმეტაში სრულდება“, - ნათქვამია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 18 965 000 ლარია. ამ ეტაპზე, ხელოვნური ნაგებობების მოწყობისა და მიწის სამუშაოები მიმდინარეობს და 20 ადამიანია დასაქმებული. პროექტი 2019 წლის თებერვალში დასრულდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს