გიორგი ვაშაძე - გაუგონარ თაღლითობას აქვს ადგილი ცესკოს მხრიდან - მთავარი თაღლითი არის თამარ ჟვანია

გაუგონარ თაღლითობას აქვს ადგილი ცესკოს მხრიდან, მთავარი თაღლითი არის თამარ ჟვანია, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ ცესკოში განაცხადა, სადაც სხდომაზე დასასწრებად მივიდა, თუმცა, სხდომა გადაიდო.

„ყველანი მოვედით სხდომაზე დასასწრებად და გზაში ჟურნალისტმა დამირეკა, რომ სხდომა გადაიდო. სამარცხვინოა, ცენტრალური საარჩევნო კომისია ჩვეულებრივ თაღლითურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. მთავარი თაღლითი არის თამარ ჟვანია, რომელიც ასრულებს ყველა დავალებას, რასაც "ქართული ოცნების" შტაბიდან იღებს. ეს მათ ვერ უშველით. მითუმეტეს, დღეს გამოქვეყნდა "ედისონ რისერჩის" კვლევები, სადაც 12%-ით იგებს გრიგოლ ვაშაძე. გამარჯვებას ვერ გამოგვტაცებენ ამ თაღლითური სქემებით ვერც ერთ შემთხვევაში", - განაცხადა ვაშაძემ.

ცესკოს ინფორმაციით, სხდომა დღეს 19:00 საათზე გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა