თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა და გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის კლინიკამ  დიაბეტის მსოფლიო დღე აღნიშნეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა და თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურმა კლინიკამ დღეს დიაბეტის მსოფლიო დღე აღნიშნეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსსუ-დან აცნობეს, თარიღის აღნიშვნა 1991 წლიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით ხდება. მისი მიზანი დაავადების მიმართ საზოგადოების ცნობადობის ამაღლება და კოორდინირებული ქმედებების შემუშავებაა. ღონისძიებას ესწრებოდნენ კლინიკის ექიმები, ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის პაციენტები და მათი მშობლები, საპატიო სტუმრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

„დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ და სიტყვით გამოვიდნენ თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორი, ასოცირებული-პროფესორი ლია ძიძიგური; ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მარინა გორდელაძე; კლინიკის ენდოკრინოლოგიური სამსახურის უფროსი ეკატერინე ფაცაცია; დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორი გვანცა გასვიანი; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თენგიზ კვირტია; პროფესორი რამაზ ყურაშვილი; საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და სხვა.

დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ლექცია ,,შაქრიანი დიაბეტი ბავშვებსა და მოზრდილებში“, რომელზეც განიხილებოდა დაავადებასთან და მის მკურნალობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და სიახლეები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თსსუ-ს ცნობით, ღონისძიებაზე, მარინა გორდელაძეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის სახელით გადაეცა საპატიო სიგელი დიაბეტის მართვის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის.

„ღონისძიებაზე, დიაბეტის მქონე ბავშვებს და მოზარდებს შორის საპატიო ნომინანტები - „ყველაზე მოწესრიგებული პაციენტი-2018“ და ,, „ყველაზე მოწესრიგებული მშობელი“ გამოვლინდა, მათ გადაეცათ სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები.

შეხვედრა დასრულდა სადღესასწაულო ფრანებისა და ბუშტების ცაში გაშვებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა