ანონსი 15 ნოემბერი

15 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებითა და „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ მხარდაჭერით, საერთაშორისო კონფერენცია - „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევენციისთვის“, გაიმართება.

15 ნოემბერს, 10.00 საათზე, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და საქართველოს მთავრობა წარმოადგენენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ ფარგლებში მიღწეულ წარმატებას. ღონისძიებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და სხვა პირები დაესწრებიან.

მის.: მერაბ კოსტავას ქ. #59

15 ნოემბერს, 10:30 საათზე, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) ძირითადი მოთხოვნები და პრაქტიკის საკითზე სასაუბროდ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს მიწვეული სტუმარი, პოლონეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს წარმომადგენელი ურსულა გორალი.

მის.: პირველი რესპუბლიკის მოედანი N1, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“

საკონტაქტო პირი ქეთევან ბოჯგუა - 577171733

15 ნოემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველო-თურქეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ორი ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

საკონტაქტო პირი სოფიო მაქაცარია - 591650500

15 ნოემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში თეატრმცოდნე დოდო ხურცილავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: გრიგოლ ვაშაძის განცხადება თეატრების დაფინანსების შესახებ. პოზიცია არჩევნების მეორე ტურისთვის.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

15 ნოემბერს, 11:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქუთაისში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის ქუთაისის სამედიცინო ცენტრს გახსნის

15 ნოემბერს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება. საკონტაქტო პირი ქეთევან ლაცაბიძე - 555 22 30 04

15 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქუთაისში გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის ახალ სამედიცინო ცენტრს გახსნიან.

მის.: ქუთაისი, კოტე მესხის ქ. #5ა

15 ნოემბერს, 11:00 საათზე, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

15 ნოემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საფეხმავლო ბილიკების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლის პრეზენტაციას გამართავს.

15 ნოემბერს, 11.00 საათზე, მთვარისა ნავერიანი და მისი ინტერესეების დამცველი „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ და მთავარ პროკურატურაში საჩივარს შეიტანენ.

თემა: გამოძიების დაწყებიდან 6 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პროკურატურამ არ დაკითხა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და არ წაუყენა ბრალი მთვარისა ნავერიანზე განხორციელებული ძალადობის გამო.

მის.: გორგასლის ქ. #24 საქართველოს მთავარი პროკურატურა

საკონტაქტო ტელ.: 5 99 00 91 88

15 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი გორში, 480 დევნილ ოჯახს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობებს გადასცემენ.

მის.: გორი, გიორგი ანწუხელიძის ქ.N1

საკონტაქტო პირები: მარინა მათიაშვილი - 599181474; ნიკა ოქრიაშვილი - 595017165

15 ნოემბერს, 11:30 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

15 ნოემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის წევრის ბექა ოდიშარიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ყოფილი სამხედროების პოლიტიკური განცხადებები; ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ, არჩევნების მეორე ტური, მიმდინარე პროცესები მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

15 ნოემბერს, 12:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკას დაათვალიერებს.

15 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, დარგობრივი პროფკავშირული ორგანიზაციების ლიდერები სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.

თემა: ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარება, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით და არჩევნების მეორე ტური.

15 ნოემბერს, 12:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სათავო ოფისთან სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

მის.: მ. კოსტავას 1 შესახვევი N33

საკონტაქტო ტელ.: 599 291202

15 ნოემბერს, 12:00 საათზე, KING DAVID რეზიდენციაში „სოციალური საწარმოების II B2B გამოფენა“ გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურ საწარმოებსა და ბიზნეს კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებას.

საკონტაქტო პირი კესო კუჭუხიძე - 598 916 916

15 ნოემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით, კვლევის პრეზენტაცია გაიმართება. თემა: "უმუშევრობის დაზღვევა ევროპაში და საქართველოს პერსპექტივა".

15 ნოემბერს, 15:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი გახსნიან სემინარს ნატოს შესახებ პედაგოგებისთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან.

მის: წინამძღვრიშვილის 162

საკონტაქტო პირი: მარიამ ჯაფარიძე 555101040

15 ნოემბერს, 15:00 საათზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ეგიდით „თიბისი ბანკის“ ცენტრალური ოფისის საგამოფენო დარბაზში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ ფინალური ეტაპი გაიმართება, სადაც კონკურსანტთა ნამუშევრები გამოიფინება და გრანპრის პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები გამოვლინდებიან.

მის.: მარჯანიშვილის ქ. #7

15 ნოემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „რუმსში“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) კვლევის პრეზენტაციას გამართავს.

თემა: უსაფრთხოების მზერის ქვეშ: ისტორია, რელიგია და პოლიტიკა პანკისის ხეობაში.

საკონტაქტო პირი ელენე ხარაზაშვილი - 577 29 10 03

მის.: მერაბ კოსტავას ქ. N14

15 ნოემბერს, 19:00 საათზე წიგნის მაღაზია „ბიბლუსი გალერეაში“ ორენოვანი ანთოლოგიის, „ქართული ანბანი - 33 ემოცია“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა (GAU) და გამომცემლობა „პალიტრა L“-ის თანამშრომლობით მომზადდა.

მის.: კანდელაკის ქ. N7