საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის რადიოკავშირების ცალკეული ასეულის მე-2 სარეტრანსლაციო ჯგუფის რადიოოპერატორის, 1989 წელს დაბადებულ რიგით ლ.ბ.-ს გარდაცვალების გამო. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხონის რაიონულმა სამმართველომ სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო დაფარავს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა