ქეთევან ციხელაშვილი 1+4 პროგრამის მონაწილე სტუდენტებსა და სტაჟიორებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ (1+4 პროგრამის) მონაწილე სტუდენტებსა და სტაჟიორებს შეხვდა, - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ახალგაზრდები ესწრებოდნენ, სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებისაგან მათ წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ 1+4 საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამების შესახებ ერთმანეთისა და სახელმწიფო მინისტრისათვის საკუთარი გამოცდილება, ხედვა და შენიშვნები გაეზიარებინათ.

ქეთევან ციხელაშვილმა სტუდენტებთან იმ ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა, რაც პროგრამების დახვეწისა და სრულყოფისათვის იგეგმება. გააცნო ამ მიმართულებით არსებულ სიახლეები.

„ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ. ჩვენი ქვეყანა მრავალფეროვანი, მრავალეროვანი და მრავალკულტურულია და ყველანი თანასწორები ვართ. ამიტომ, ჩვენი პოლიტიკაც სწორედ თანასწორობას ეფუძნება. მინდოდა ერთმანეთისთვის ეს დღე მიგველოცა, ერთად აღგვენიშნა და გვესურვებინა, რომ ტოლერანტობაზე მეტისთვის მიგვეღწია -გვქონოდეს ისეთი საზოგადოება, სადაც თითოეული მოქალაქე თავს თანასწორად იგრძნობს, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმოშობისა, რელიგიური კუთვნილებისა და ა.შ. ჩვენი ამოცანა ეს არის და არა ის, რომ უბრალოდ ტოლერანტობის დღე აღვნიშნოთ.

ჩვენ გვინდა თქვენთან ერთად გავაუმჯობესოთ ის პოლიტიკა, რომელიც სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით გვაქვს. მოგეხსენებათ, პროგრამა 1+4, რომელშიც თქვენ ხართ ჩართული და ზოგადად განათლების ხელმისაწვდომობა, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ეს პროგრამა იმისათვის შეიქმნა, რომ თქვენს ქვეყანაში გქონდეთ შესაძლებლობა უმაღლეს სასწავლებელში სასურველ სექტორზე ისწავლოთ. ეს პროგრამა საშუალებას იძლევა სახელმწიფო ენა საფუძვლიანად შეისწავლოთ და არა მხოლოდ რეგიონში მიაღწიოთ წარმატებას, არამედ ნებისმიერ ადგილას“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა სახელმწიფო მინისტრს 1+4 საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამების შესახებ თავიანთი აზრი და ხედვა გაუზიარეს. ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე და აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს არა მხოლოდ კონკრეტული პროგრამების დახვეწას, არამედ, ზოგადად, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა