გორის რაიონის პედაგოგებმა არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს გაეცნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, ზოგად განათლებაში მიმდინარე სიახლეები და სამომავლო გეგმები ამჯერად, გორის მუნიციპალიტეტის პედაგოგებსა და დირექტორებს გააცნო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ანალოგიური პროფესიული შეხვედრები, საგანმანათლებლო სისტემაში სიახლეების გავრცელებისა და დანერგვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს არის ყველაზე მოკლე გზა მიიღო სწორი ინფორმაცია სკოლებში არსებულ საჭიროებებზე და მოახდინო მათზე დროული რეაგირება.

სამუშაო ფორმატში პედაგოგებთან შეხვედრა და სიახლეების წარდგენა მომავალშიც გაგრძელდება. სამინისტროს წარმომადგენლები ყველა რეგიონში ჩავლენ და პირადად გამართავენ შეხვედრებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა