გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბერს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 946 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში ნიჩბისი, სასხორი, მუხრანი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში, 12:05 საათიდან 18:00 საათამდე - 1249 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში ბიჩნიგაურები, ხეობა, კენჭაკლდე, ვარცლა, არაგვისპირი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.