დონალდ ტრამპი - კონგრესის შუალედურ არჩევნებზე ხალხი წრეზე დადიოდა, ქუდს იხურავდნენ, პერანგს იცვლიდნენ, შედიოდნენ საარჩევნო უბანზე და ხმას აძლევდნენ

„რესპუბლიკელებმა“ კონგრესში შუალედურ არჩევნებზე გამარჯვება იმის გამო ვერ მოიპოვეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ისინი იღებდნენ, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდა, - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინტერნეტ-პორტალ The Daily Caller-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„რესპუბლიკელებმა“ არჩევნებზე გამარჯვებას ვერ მიაღწიეს და ეს მოხდა პოტენციურად არაკანონიერი ხმების გამო“, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, „იმ ხალხმა, ვისაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, რამდენჯერმე მისცა ხმა“.

„ეს ხალხი წრეზე დადიოდა. სხდებოდნენ მანქანაში, ქუდს იხურავდნენ, სხვა პერანგს იცვამდნენ, შემდეგ შედიოდნენ საარჩევნო უბანზე და კვლავ ხმას აძლევდნენ. რაც ხდება სამარცხვინოა“, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საჭიროა ამომრჩევლის ID ბარათის შესახებ კანონპროექტის მიღება.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს კონგრესში ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგების თანახმად, „რესპუბლიკელებმა“ უმრავლესობა შეინარჩუნეს სენატში, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში კი უმრავლესობა „დემოკრატებმა“ მოიპოვეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა