დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა „ბრექსიტის“ შესახებ პროექტი დაამტკიცა

დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტმა ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ შეთანხმების პროექტი დაამტკიცა.

ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა.

„მინისტრთა კაბინეტის კოლექტიური გადაწყვეტილება ის არის, რომ მთავრობა უნდა დაეთანხმოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმების პროექტის პირობებს და შესაბამის პოლიტიკურ დეკლარაციას“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, შეთანხმების აღნიშნული პროექტი საუკეთესოა.

„ეს გადამწყვეტი ნაბიჯია, რაც საშუალებას გვაძლევს წინ წავიწიოთ და უახლოეს დღეებში შეთანხმება გავაფორმოთ“, - განაცხადა მან.

ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება.

თავის მხრივ, ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაციით მიმართავს, დაამტკიცონ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე შეთანხმების პროექტი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა