დე ფაქტო საგარეო უწყება - ევროპარლამენტის წევრები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებაში საქართველოს მიერ გაჩაღებული პროპაგანდისტური კამპანიის მსხვერპლი გახდნენ

ევროპარლამენტის წევრები საქართველოს მიერ გაჩაღებული პროპაგანდისტური კამპანიის მსხვერპლი გახდნენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებაში „რბილი ძალის“ მეთოდის გამოყენების კონტექსტში, - ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეეცადოს ასოცირების ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სარგებელი გაავრცელოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაზე.

„ამგვარი მოწოდების არსებობა რეზოლუციაში იმის მკაფიო მტკიცებულებაა თუ რაოდენ ცუდად იცნობენ ევროპარლამენტარები რეალურ ვითარებას. ისინი საქართველოს მიერ გაჩაღებული პროპაგანდისტური კამპანიის მსხვერპლი გახდნენ“, - აღნიშნულია „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ამგვარი რეზოლუციები პროპაგანდისტურ ელემენტებს ეფუძნება და დადებით შედეგს ვერ გამოიღებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო