გია ხუხაშვილი - ალბათ, ვარსკვლავების მდგომარეობის გამო გადაწყვიტეს სამუშაო დღეს დაენიშნათ არჩევნები - მიხეილ ცაგარელი  „ქართული ოცნების“ ახალი ლიდერია

ეს არის ქმედება, რომელსაც უნდა დავაწეროთ - No Comment და ამით ყველაფერი უნდა დავამთავროთ, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაზე არჩევნების მეორე ტურის სამუშაო დღეს დანიშვნასთან დაკავშირებით.

„რაციონალური არგუმენტებით ამის ახსნა შეუძლებელია, მისტიური მომენტები ფიგურირებს უკვე ამ ყველაფერში. ვარსკვლავების მდგომარეობის გამო გადაწყვიტეს ალბათ, ასე. ეტყობა მიხეილ ცაგარელის დაჟინებული რეკომენდაცია იყო, რომ სამუშაო დღეს დაენიშნათ არჩევნები, სხვა ლოგიკას მე ვერ ვხედავ. როგორც ჩანს, ცაგარელიც „ქართული ოცნების“ ახალი ლიდერია, რასაც ვულოცავ. მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს არის ქმედება, რომელსაც უნდა დავაწეროთ - No Comment და ამით უნდა დავამთავროთ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათ დღეს დაინიშნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა