ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის - სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა რომ აზერბაიჯანის მოქალაქე, მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით, საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ გავლით, ცდილობდა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გაეტანა არადეკლარირებული უაქციზო სიგარეტი.

მათივე ცნობით, ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით უნდა განხორციელებულიყო 21 ტონა ყურძნის გადაზიდვა, თუმცა შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ავტომობილით განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 90 180 კოლოფი უცხოური წარმოების უაქციზო სიგარეტის ტრანსპორტირება ხდებოდა.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება 234 468 ლარს შეადგენს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა