ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება - მშვიდობიანი ინიციატივების წარდგენასთან ერთად, თბილისი სამხედრო პოტენციალს აძლიერებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება საქართველოში ნატო-ს სამხედრო აეროდრომის მშენებლობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

„ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, რომ ვაშინგტონის მიერ საქართველოს ფართომასშტაბური მილიტარიზაცია ამიერკავკასიაში დაძაბულობის პოტენციურ კერას ქმნის და შესაძლოა, საბოლოოდ ძირი გამოუთხაროს რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

მათივე განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია საქართველოში ნატო-ს სამხედრო აეროდრომის მშენებლობის თაობაზე იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო და ნატო თანამშრომლობის ხარისხობრივად ახალ დონეზე გადადიან.

„სხვადასხვა საერთაშორისო მოედნებზე მშვიდობიანი ინიციატივების წარდგენასთან ერთად, თბილისი აძლიერებს სამხედრო პოტენციალს. ყველაფერი ეს კი ხდება იმის ფონზე, რომ თბილისი განაგრძობს აფხაზეთის საერთაშორისო იზოლირების კურსს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ტრანსპორტირების სარდლობის მეთაურს გენერალ სტივენ ლაიენსს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა განიხილეს.

„ამ აქტიურობით ჩვენ გვსურს გავაფართოვოთ თანამშრომლობა და ინიციატივა, რომელიც ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში წარვადგინეთ, კერძოდ, ნატო-საქართველოს მზაყოფნის ცენტრის შექმნა ვაქციოთ რეალობად და სწორედ, ამ რეალობას სჭირდება ადეკვატური ინფრასტრუქტურა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სამხედრო აეროდრომის განვითარება,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა